GioRgik DabrUnda


     

ფილმები

თამაშები პროგრამები რელიგია
     
 

მთავარი

ჩემი პროფილი

რეგისტრაცია
გამოსვლა

შესვლა


Гость


ToP 3 USer
Administrator
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
497
124
47


Administrator
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
173
159
433


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
4
113
2


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1
82
4


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1
0
0




იმედი

მაესტრო

პირველი არხი
×èòàòü ïîñëåäíèå êîììåíòàðèè
Êîììåíòû

15 აპრილი - ღირსი გიორგი მაწყვერელი (IX)
 
 
ღირსი გიორგი მაწყვერელი არის მერვემეცხრე საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე. გიორგი წარმოშობით სამცხიდან იყო. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი "აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას".

ღირსმა გიორგი აწყურის ეპისკოპოსად აკურთხეს სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და მთელსამცხეში დიდი მღელვარება და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა "ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და "დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი".

გიორგი მაწყვერელს როგორც ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვაწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ძირითადი ცნობები გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის თხზულებებმა.

გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს: "ვჰგონებდ ცხოვრებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა", და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელი აღნიშნავს, რომ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება უშუალოდ გიორგი მაწყვერელის მონათხრობის მიხედვით დაიწერა - "ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელს".

ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით მიიცვალა მეათე საუკუნის პირველ მეოთხედში.


სულ კომენტარი: 0

Name *:
Email *:
Code *:

 
 
 
Design by David
BAnner FOR YOU !!!
 
ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0