GioRgik DabrUnda


     

ფილმები

თამაშები პროგრამები რელიგია
     
 

მთავარი

ჩემი პროფილი

რეგისტრაცია
გამოსვლა

შესვლა


Гость


ToP 3 USer
Administrator
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
497
124
47


Administrator
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
173
159
433


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
4
113
2


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1
82
4


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1
0
0




იმედი

მაესტრო

პირველი არხი
×èòàòü ïîñëåäíèå êîììåíòàðèè
Êîììåíòû

გილოცავთ აღდგომი პრწყინვალე დღესასწაულს
 

წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა


თავი მეასე
აღდგომის შესახებ

ხოლო გვწამს, აგრეთვე, მკვდართა აღდგომა, რადგან იქნება, ნამდვილად იქნება მკვდართა აღდგომა. ამასთან, ვამბობთ რა აღდგომას, სხეულთა აღდგომას ვამბობთ, რადგან აღდგომა ესაა დაცემულის მეორედ დგომა, ხოლო სულები, რომლებიც უკვდავნი არიან, როგორ უნდა აღდგნენ? მართლაც, თუ სიკვდილი განისაზღვრება, როგორც სულის გაყრა სხეულისგან, აღდგომა უთუოდ არის სულისა და სხეულის კვლავ შეკავშირება და დაშლილი და დაცემული ცოცხალი არსების მეორედ მდგომობა. ამიტომ, თვით გახრწნილი და დაშლილი სხეული, თვით იგი აღდგება უხრწნელი, რადგან ვინც დასაბამში მიწის მტვრისგან შეამყარა სხეული, ძალუძს მას აგრეთვე, რომ კვლავ აღადგინოს იგი, დაშლილი და იმ მიწისკენ მიქცეuლი, რისგანაც იყო აღებული შემოქმედის განჩინების შესაბამისად.

მართლაც, თუ არ არსებობს აღდგომა, „ვჭამოთ და ვსვათ“, მივყვეთ სიამტკბილობით და განცხრომით ცხოვრებას.

თუ არ არის აღდგომა, რითღა განვირჩევით პირუტყვთაგან?

თუ არ არის აღდგომა, ნეტარვყოთ ველის მხეცები, რომლებსაც უზრუნველი ყოფა აქვთ.

თუ არ არის აღდგომა, მაშინ არც ღმერთია და არც წინაგანგება, არამედ ყოველივე თვითნებურად განეგება და წარემართება, რადგან, აჰა, ვხედავთ, რომ მართალთა უმრავლესობა შეჭირვებულია და შეურაცხყოფილი, არ მიიღებს რა არანაირ შემწეობას ამჟამინდელ ყოფაში, ხოლო ცოდვილნი და უსამართლონი სიმდიდრეში და ყოველგვარ განცხრომაში განისვენებენ. ამიტომ, კეთილგონიერთაგან ვინ იქნება ისეთი, რომ ამგვარი რამ მართლმსაჯულებისა და ბრძნული წინაგანგების საქმედ ჩათვალოს?

ამიტომ, იქნება, დიახ იქნება აღდგომა, რადგან სამართლიანია ღმერთი და ვინც მას დაუთმობს, საზღაურსაც მიიღებს მისგან. ასე რომ, თუ მხოლოდ სული იღვაწებდა სათნოებათა ასპარეზზე, მხოლოდვე იგი მიიღებდა გვირგვინს. ასევე, თუ მხოლოდ სული ჩაეფლობოდა სიამტკბილობაში, სამართლიანად დაისჯებოდა მხოლოდ იგი, მაგრამ რადგან სულს არც სხეულისგან განცალკევებული არსებობა ჰქონდა და არც მის გარეშე ეშურებოდა იგი სათნოებას თუ ბოროტებას, საზღაურთაც სამართლიანად მიიღებს ერთობლივად ორივე მათგანი.

ამასთან, ადასტურებს საღვთო წერილიც, რომ იქნება სხეულთა აღდგომა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს წარღვნის შემდეგ: „როგორც ბალახის მწვანილი, მოგეცით თქვენ ყოველივე, მაგრამ ხორცი სულის სისხლით არ ჭამოთ, რადგან თქვენეულ სისხლსაც თქვენს სულთაგან გამოვიძიებ; ყველა მხეცის ხელისგან1 გამოვიძიებ მას და ყოველი ადამიანის, მისი ძმის, ხელისგან გამოვიძიებ მის სულს. ვინც დაღვრის ადამიანის სისხლს, მისი სისხლის სანაცვლოდ დაიღვრება, რადგან ღვთის ხატით შევქმენი ადამიანი“ (შესაქ. 9,3-6).

როგორ გამოიძიებს იგი ადამიანის სისხლს ყველა მხეცის ხელისგან, თუ არ აღადგენს მომკვდარი ადამიანების სხეულებს? მართლაც, ადამიანთა სანაცვლოდ როდი კვდებიან ცხოველები.

ასევე, თქმულია მოსეს მიმართ. „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. არ არის ღმერთი მკვდართა ღმერთი“ (გამოსვლ. 3,6), - ე. ი. არ არის იგი იმათი ღმერთი, რომლებიც მოკვდნენ და აღარ იარსებებენ, არამედ - ცოცხალთა, რომელთა სულებიც მის ცხოველ ხელშია, სხეულები კი კვლავ იცოცხლებენ აღდგომის მიერ.

ღვთისმამა დავითიც ამბობს ღვთის მიმართ: „სულს წაართმევ მათ და მოისპობიან და მათივე მტვრისკენ მიიქცევიან“ (ფს. 103,29). აჰა, სხეულთა შესახებაა ეს სიტყვა. შემდეგ ურთავს: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103,30).

ესაიაც ამბობს: „აღდგებიან მკვდრები და აღიმართებიან საფლავებში მყოფნი“ (ეს. 26,29). ცხადია, რომ სხეულებია დადებული საფლავებში და არა სულები.

ნვტარ ეზეკიელსაც უთქვამს: „და მოხდა ისე, რომ ვწინასწარმეტყველებდი მე და, აჰა, იყო მიწისძვრა, და მოიტანა ძვლები, ძვალი - ძვლისადმი, თითოეული - თავისი ნაწევრისადმი. და ვიხილე, და, აჰა, შეექმნათ მათ ძარღვები და ხორცები აღმოუცენდათ და ამოუვიდათ მათზე, და ზემოდან გარემოეტმასნათ მათ ტყავი“ (ეზეკ. 37,7-8). შემდეგ იმას გვასწავლის, როგორ დაუბრუნდათ მათ ბრძანებამიცემული სულები.

საღვთო დანიელიც ამბობს: „და იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც დადგენილია შენი ხალხის ძეებზე, და იქნება ჟამი შეჭირვებისა, შეჭირვება, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხალხი გაჩნდა მიწაზე, ვიდრე იმ დრომდე. და იმ დროს ცხონდება შენი ხალხი, ყველა ის, ვინც წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. და მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღიმართებიან, ერთნი საუკუნო სიცოცხლისათვის, მეორენი - საუკუნო გაკიცხვისა და სირცხვილისათვის. და გონიერნი გამობრწყინდებიან, როგორც სამყაროს ბრწყინვალებაა და მრავალნი მართალთაგანნი, როგორც ვარსკვლავნი, საუკუნოდ და შემდეგაც გამობრწყინდებიან“ (დან. 12,1-3). როდესაც ამბობს იგი, რომ „მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღდგებიან“, ცხადია, სხეულთა აღდგომას წარმოაჩენს ამით, რადგან არავინ იტყვის, რომ სულებს სძინავთ მიწის ნაყარში.

თვით უფალმაც წმინდა სახარებებში სხეულთა აღდგომა ცხადად გადმოსცა, რადგან თქვა: „მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ კეთილთა მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურთა მოქმედნი - სასჯელის აღდგომაში“ (იოან. 5,28-29), საფლავებში მყოფებად კი განა ოდესმე სულებს იტყოდა ვინმე საღად მოაზროვნეთაგანი?

ამასთან, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გააცხადა უფალმა სხეულთა აღდგომა. პირველად, აღადგინა მან ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, უკვე გახრწნილი და სუნგაშვებული, ხოლო აღადგინა მან არა სხეულს მოკლებული სული, არამედ სხეულიც სულითურთ, და არა სხვა, არამედ - თვით ის, გახრწნილი, რადგან როგორღა შეიცნობოდა ანდა სარწმუნო გახდებოდა მკვდრის აღდგომა, თუკი მისი პიროვნების2 გამომხატველი თვისებები არ დაამტკიცებდნენ ამას? მაგრამ მან აღადგინა ლაზარე (რომელსაც კვლავ სიკვდილისკენ მიქცევა ელოდა), იმისათვის, რომ გაეცხადებინა თავისი ღმრთეება და სარწმუნო გაეხადა თავისი და ჩვენი აღდგომა, თვით უფალი კი დასაბამი გახდა იმ სრული აღდგომისა, რაც უკვე აღარ ექვემდებარება სიკვდილს. ამიტომაც ამბობდა საღვთო მოციქული პავლე: „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღდგომილა. მაშ, ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა. მაშ, კვლავაც ჩვენს ცოდვებში ვყოფილვართ“ (1კორ. 15,16-17). და კიდევ: „ქრისტე აღდგომილია, დასაბამი დაძინებულთა“ (იქვე 20). კიდევ: „პირმშო მკვდართაგან“ (კოლას. 1,18). და კიდევ: „თუკი გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი იმათაც, რომლებიც დაძინებულნი არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4,14), თქვა კი მოციქულმა: „ასევე“. ესე იგი: „„ისე, როგორც აღდგა უფალი“.

ხოლო ცხადია, რომ უფლის აღდგომა მისი გაუხრწნელებული სხეულისა და სულის შეერთება იყო, რადგან ესენი იყვნენ გაყრილნი. მანვე თქვა: „დაარღვიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში ავაშენებ მას“ (იოან. 2,19). ღირსსარწმუნო მოწმეა წმინდა სახარება, რომ თავისი სხეულის შესახებ თქვა მან ეს. ამიტომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომლებსაც ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ: „ხელი შემახეთ მე და ნახეთ, რომ მე ვარ და არ შევცვლილვარ, რადგან სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, როგორც ხედავთ, რომ მე მაქვს“ (ლუკა 24,39). „და, თქვა რა ეს, უჩვენა მათ ხელები და გვერდი“ (იოანე 20,20), და თომასაც იწვევდა ხელის შესახებად. განა ყოველივე ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სარწმუნო იყოს სხეულთა აღდგომა?

კიდევ, საღვთო მოციქული ამბობს: „საჭიროა რომ ამ ხრწნადმა შეიმოსოს უხრწნელება და ამ მოკვდავმა შეიმოსოს უკვდავება“ (1კორ.15,53). და კიდევ: „ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში; ითესება მშვინვიერი სხეული“, ესე იგი - განხშოებული3 და მოკვდავი, „აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15,42-44), ესე იგი - უცვლელი, უვნებო, დაწლობილი4 (რადგან ამას ნიშნავს „სულიერი“), ანუ იმგვარი, როგორიც იყო უფლის სხეული აღდგომის შემდეგ, კერძოდ: დაკეტილ კართა შორის გამავალი, დაუღლელი, საკვების, ძილისა და სასმელის არმსაჭიროებელი. მართლაც, უფალი ამბობს, რომ „იქნებიან ისინი როგორც ღვთის ანგელოზები“ (მათე 22,30). აღარ იქნება არც ქორწინება, არც შვილიერება. საღვთო მოციქული ამბობს: „ჩვენი მოღვაწეობა ცათა შინა ჰგიეს, საიდანაც მოველით, აგრეთვე, მაცხოვარს, უფალ იესოს, ვინც გარდასახავს კიდეც ჩვენი სიმდაბლის სხეულს, რომ გახდეს იგი თანახატება მისი დიდების სხეულისა“ (ფილიპ. 3,20-21). ამით მოციქულმა სხეულის სხვა სახედ გარდაქმნა როდი თქვა (ნუ მოხდება ეს!), არამედ უმალ ხრწნილებისგან უხრწნელებისკენ მისი შეცვლა.

„მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები?“ (1კორ. 15,35). ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ!

განა ის, ვინც მარტოდენ განზრახვით გარდაქმნის მტვერს სხეულად, ის, ვინც უბრძანებს თესლისეული ნივთის მცირე წვეთს საშოში ზრდას და სხეულის ესოდენ მრავალსახოვან და მრავალგვარ აგებულებად განსრულებას, - განა ასეთი ვინმე უფრო მეტად არ შეძლებს იმას, რომ, განიზრახავს რა, კვლავ აღადგინოს უკვე ქმნილი და დარღვეული?

„მაგრამ როგორი სხეულით მოვლენ ისინი?“ (1კორ. 15,35). „უგუნურო!“ (იქვე 36), თუკი სიბრმავე არ განებებს, რომ ირწმუნო ღვთის სიტყვები, საქმეთაგან მაინც ირწმუნე, რადგან „შენ რასაც თესავ, არ ცოცხლდება, ვიდრე არ კვდება, და როცა რაიმეს თესავ, არათუ იმ სხეულს თესავ, რაც უნდა შეიქმნეს, არამედ - შიშველ მარცვალს, ვთქვათ, ხორბლისას ანდა სხვა რამისას, ხოლო სხეულს ღმერთი აძლევს მას როგორც ინებებს, და თითოეულ თესლს თავისი სხეული ეძლევა“ (1კორ. 15,36-38). დაუკვირდი, რომ თესლები ისე დაიფლვის ხნულებში, როგორც - საფლავებში. ვინ არის იგი, ვინც შთაუნერგავს მათ ფესვებს, ღეროს, ფოთლებს, თავთავებს და უწვრილეს ფხებს? განა არა ყოველთა შემოქმედი? განა არა იმის ბრძანება, ვინც ყოველივეს აღაშენებს? ამიტომ, გწამდეს ასევე, რომ ღვთის განზრახვითა და ნიშანცემით იქნება მკვდართა აღდგომაც, რადგან განზრახვის თანამსრბოლად აქვს მას ძალაც.

ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები გაუხრწნელებულ და ხრწნილებისგან განძარცვულ სხეულებს და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს (არანივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ - იმგვარს, როგორიც ღმერთმა უწყის), სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი, ამინ!


სულ კომენტარი: 6
6 musto  
0
jeshmaritad da brat arascorat giceria garet criste biggrin

5 Bacho 29  
0
ჭეშმარიტად

4 gurdelek  
0
ჭეშმარიტად

3 dalva  
0
ჯესჰმარიტად....!!!!!!!!!!!!!

2 guja1547  
0
ჭეშმარიტად!!!

პრწინვალე არა, ბრწყინვალე wink


1 nexon  
0
ჭეშმარიტად!!!!


Name *:
Email *:
Code *:

 
 
 
Design by David
BAnner FOR YOU !!!
 
ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0