GioRgik DabrUnda


     

ფილმები

თამაშები პროგრამები რელიგია
     
 

მთავარი

ჩემი პროფილი

რეგისტრაცია
გამოსვლა

შესვლა


Гость


ToP 3 USer
Administrator
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
497
124
47


Administrator
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
173
159
433


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
4
113
2


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1
82
4


Users
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1
0
0




იმედი

მაესტრო

პირველი არხი
×èòàòü ïîñëåäíèå êîììåíòàðèè
Êîììåíòû

ნათლისღებას გილოცავთ!!!
 
                                                             ნათლისღება

ტროპარი

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანის-ცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, სული წმიდა, სახითა ტრედისათა, დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელიც განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა, და ნეთელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ-ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა, მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3,15).

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, „წყლის ბუნება" გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საბავშვო საეკლესიო კალენდარი", 2002 წელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი


სულ კომენტარი: 0

Name *:
Email *:
Code *:

 
 
 
Design by David
BAnner FOR YOU !!!
 
ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0